Flexiphone

Flexiphone წარმოადგინა ბრიტანელმა დიზაინერმა ფილიპ პირსმა (Philip Pearce), კონცეპტის სახელია Flexiphone. ამ მოწყობილობის ყველაზე უმნიშვნელო შესაძლებლობა დრეკადი კორპუსია; მომხმარებელს ტელეფონისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეუძლია მაქსიმალურად კომფორტული მუშაობისთვის. Flexiphone-ის მეორე ღირსება, უეჭველად განსაკუთრებული აკუმულატორია, რომელიც კომპანიის NEC მიერაა შექმნილი. ეს «ორგანული ბატარეა» პრაქტიკულად მყისიერად იტენება, პროცესი სულ რაღაც 30 წამს გრძელდება. ტელეფონის მესამე ღირსება კი დამცავი დაფარვაა. ეს არ არის დღეისათვის მოდური Gorilla Glass, არამედ ნამდვილი გრაფენი, რომლის თვისებები აქამდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ყველაფერ ამასთან ერთად, ტელეფონი წყალგაუმტარ კორპუსშია მოთავსებული; გათვალისწინებული აგრეთვე გარე მისაერთებელი მოდულები კლავიატურა და დინამიკი. რაც შეეხება Flexiphone-ის პროგრამულ პლატფორმას, მის შესახებ ავტორი დუმილს ამჯობინებს, მაგრამ ეკრანზე ჩვენ ვხედავთ იკონკებს Internet Explorer, Gmail და iPod.

No comments:

Post a Comment