3d კალამი

გსურდათ ოდესმე საკუთარი კალმით ჰაერში ხატვა? იმის მიუხედავად, რომ მსგავსი აზრი არარეალურად ჟღერს, ეს უკვე შესაძლებელია. ამერიკულმა კომპანია WobbleWorks-მა შექმნა მინიატურული 3D პრინტერი, რომელსაც კალმის ფორმა აქვს. უჩვეულო კალმის საშუალებით ხატვა არა მხოლოდ რისამე ზედაპირზეა შესაძლებელი, არამედ ჰაერშიც. ხელსაწყო კომპაქტურია, მას არ სჭირდება პროგრამული უზრულველყოფა ანკომპიუტერი. საკმარისია მხოლოდ მისი ელექტროწყაროსთან შეერთება და ხატვის პროცესის დაწყება


მოწყობილობა მუშაობის პრინციპით ჰგავს 3D პრინტერს. "მელნის" მაგივრად კალამი იყენებს 3მმ - იან  ABC  პლასტიკის მავთულს.კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტს შეადგენს პატარა ვინტილატორი, რომელიც ამ პლასტიკს აგრილებს, როგორც კი ის ტოვებს კალმის წვერს. ეს ხელს უწყობს ფიგურის მომენტალურ გაციებას, რაც საშუალებას იძლევა ჰაერში ან ნებისმიერ ზედაპირზე "ხატვის". რაიმე სახის ზედაპირზე დახატვის  შემთხვევაში ნახატი ძალიან.მარტივად სცილდება ზედაპირს.

No comments:

Post a Comment