Terrafugia – მასაჩუსეტში მდებარე კომპანიაა, ცნობილი როგორც Transition–ის შემქმნელები (ვიდეო იხილეთ სტატიის ბოლოში). Transition
ეს არის თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც მანქანადაც შეიძლება. მას ფრთები ეკეცება და ქალაქში სიარულიც არის შესაძლებელი. თუმცა ეს მაინც დამზადებულია როგორ თვითმფრინავი და არა მანქანა, ამიტომაც ის იდეალურია მფრინავებისათვის, და რა ვქნათ ჩვენ?
ამჟამად Terrafugia მუშაობს მანქანაზე TF-X, რომელიც იფრენს და გაყიდვა დაიწყება 2020 წელს. მანქანას შეუძლია ვერტიკალურად აფრენა, ფრთები ეკეცება. როდესაც ჰაერშია უკვე, პროპელერები ეკეცება და ირთვება ცენტრალური საწვავის ძრავა. ჩვეულებრივ ამინდში მანქანა თვითონ დაჯდება მიწაზე, დაზღვევისათვის კი პარაშუტი მოყვება. ერთ ჯერზე 830 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეეძლება.
კომპანია აცხადებს, რომ მისი ტარების სწავლებას დაახლოებით 5 საათი დასჭირდება.
No comments:
Post a Comment