Thursday, April 30, 2015

google-ის სათვალეები


პროექტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია Google-ის თანადამაარსებელი სერგეი ბრინი. სათვალის კონცეპტზე მუშაობდა Google-ის გასაიდუმლოებული ტექნოლოგიური ლაბორატორია Google X lab-ი, სადაც კიდევ ბევრი განხორციელებული და განუხორციელებელი ფუტურისტული პროექტი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ Google Glass-ი ერთი შეხედვით ძალიან რთული გაჯეტი ჩანს, რეალურად, ის ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონია. სავარაუდო ფასიც სმარტფონის იქნება: 250-დან 600 დოლარამდე. შემქმნელების თქმით, ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომლის დანერგვითაც მომხმარებელს მიეცემა საშუალება, მცირედი ცხოვრებისეული სიხარული სოციალური ქსელების დახმარებით უფრო ადვილად გაუზიაროს მეგობრებს, განახორციელოს ზარები ან თუნდაც იმესიჯოს. და ეს ყველაფერი ხელის გაუნძრევლად.

თავად სათვალის ზედაპირი წარმოადგენს ეკრანს, რომელზე ასახული ინფორმაციაც პირდაპირ ხვდება თვალში. რა თქმა უნდა, გარე სამყაროს დანახვაც შესაძლებელია. სათვალეს გარე ქსელთან წვდომა ექნება 3G ან 4G შეერთებით. ასევე, აღჭურვილი იქნება GPS სისტემით და მოძრაობის სენსორით, რომელიც მის სივრცეში გადაადგილებას აღნუსხავს.
რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ანდროიდის ბაზაზე შეიქმნება. სათვალეში ჩაშენებული დაბალი გაფართოების კამერა მუდმივად აკონტროლებს გარემოს და ინფორმაციას Google ნავიგატორში ასახავს. შესაძლებელი იქნება ახლომდებარე მეგობრების მონახვა, მათთან დაკავშირება და შეხვედრის ადგილზე შეთანხმება. ოპერაციულ სისტემაში ხმის ამოცნობის სისტემაც იქნება გათვალისწინებული (Apple-ის მიერ გამოყენებული SIRI-ს მსგავსი).
ცხადია, რომ სისტემა თავიდან მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება მორგებული. როგორც Google Glass-ის შემქმნელები ამბობენ, ის მუდმივი გამოყენებისთვის არ იქნება განკუთვნილი, თუმცა აუცილებლად გამოჩნდებიან ტექნოფილები, რომლებიც ამ მოწყობილობას ტერმინატორის სათვალედ აქცევენ. აქვე თავს იჩენს ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტის მეთოდზე Google X lab-ის თანამშრომლები ჯერ კიდევ ფიქრობენ – სათვალეში ჩამონტაჟებული კამერით შესაძლებელი გახდება ვიდეოს ფარულად გადაღება და ამ გზით გადაღებული სუბიექტების პირად სივრცეში შეჭრა.



აპარატის შესაძლო უარყოფითი მხარეები უკვე შეამჩნიეს ინტერნეტის მომხმარებლებმაც. შედეგად, Google Glass-ის თემაზე საკმაოდ ბევრი კარიკატურა თუ პაროდია გამოჩნდა. Google-ის შექმნილ პრომორგოლზე გაკეთებული ვიდეოპაროდია ცხადად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოწყობილობაში ზედმეტად ჩაფლული ადამიანი იმდენად მოწყდეს გარე სამყაროს, რომ ქუჩაში მიმავალი ბოძს დაეჯახოს. ასევე საინტერესო სანახავი იქნება Google Ads-ის სარეკლამო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ თვალწინ ამოუხტება მომხმარებელს და ადამიანებს მუდმივი რეკლამის ფონზე მოუწევთ არსებობა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან რეალური Google Glass-ი ჯერ არავის უნახავს მისი შემქმნელების გარდა.

Wednesday, April 29, 2015

ტექნოლოგიური რევოლუცია


დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ XXI საუკუნე ესაა ახალი ერა ადამიანთა ცხოვრებაში.
2015  წელი ესაა XXI საუკუნის მეორე ათეული წლის დასაწყისი სადაც დავიწყებული უნდა იქნას სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი და მთელმა მსოფლიომ უნდა იზრუნოს ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რადგან სწორედ ტექნოლოგიური განვითარების მაღლი დონეა ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების წინაპრობა.მოგეხსენებათ დღეს დედამიწაზე უკვე თითქმის 7 მილიარდ ადამიანამდე ცხოვრობს, რით შეიძლება მათი გამოკვება, რით შეიძლება მათი ცხოვრების დონის ამაღლება,რით შეიძლება დაიცვა ისინი კოსმოსური საფრთხისგან,როგორიცაა ასტეროიდები და კიდევ უამრავი რამ ესაჭიროება ადამიანის მშვიდ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ დიდ ძალაუფლებას და მაღალ განვითარებულ ტექნოლოგიებს თან უნდა ახლდეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობის გარეშე ადამიანი შეიძლება მივიდეს მსოფლიო დონის საბედისწერო შეცდომამდე, ეს შეცდომა შეიძლება იყოს ის რაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების არასწორმა გამოყენებამ
დაფიქრებულხართ იმაზე, რა შეიძლება გამოიწვიოს ბირთული იარაღის ბოროტად გამოყენებამ? ალბათ კი, მაგრამ ზერელედ...მინდა გითხრათ რომ დღეს მხოლოდ 3 წყალბადის ბომბი რომ აფეთქდეს ოკეანეში, წყლით დაიფარება ასობით კუნძული და ასევე წყალი დაიკავებს კონტინენტების უზარმაზარ ტერიტორიას, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, მოხდება კლიმატის გლობალური ცვლილება და საბოლოოდ ადამიანი გადაშენდება ისევე როგორც ოდესღაც დინოზავრები გადაშენდნენ და დაიწყება ახალი ციკლი.